აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მოქმედ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს 6 მერყევ შტატში უსწრებს. აღნიშნულ მონაცემებს გაზეთ The Wall Street Journal-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვა ცხადყოფს.
გამოკითხვის შედეგები ცხადყოფს, რომ ტრამპი ბაიდენს შვიდიდან ექვს მერყევ შტატში უსწრებს.
გამოკითხვა ჩატარდა ტელეფონით და ტექსტური შეტყობინებით 17-დან 24 მარტამდე პერიოდში. მასში მონაწილეობა მიიღო 600-მა რეგისტრირებულმა ამომრჩეველმა არიზონაში, ჯორჯიაში, მიჩიგანში, ჩრდილოეთ კაროლინაში, ნევადაში, პენსილვანიასა და უისკონსინში.
ამერიკის ზოგიერთი შტატი საპრეზიდენტო არჩევნებში ხმას ათწლეულების განმავლობაში უცვლელად "დემოკრატიულ" ან "რესპუბლიკურ" პარტიას აძლევს. სწორედ ამიტომ არჩევნების ბედს ხშირად ე.წ. მერყევი შტატები წყვეტენ.