ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხოსე მანუელ ალბარესმა დაადასტურა, რომ ესპანეთი პალესტინის სახელმწიფოს ივლისამდე აღიარებს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.
„ჩვენ გვჭირდება პალესტინის სახელმწიფო. პალესტინელი ხალხი სამუდამოდ არ უნდა იყოს ლტოლვილი“, - აღნიშნა ესპანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
ხოსე მანუელ ალბარესმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პალესტინის სახელმწიფოს აღიარება ისრაელის უსაფრთხოების საუკეთესო გარანტიაა.