საფრანგეთისა და რუსეთის თავდაცვის მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

საფრანგეთისა და რუსეთის თავდაცვის მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

საფრანგეთისა და რუსეთის თავდაცვის მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. სერგეი შოიგუ და სებასტიან ლეკორნუ 2022 წლის ოქტომბრის შემდეგ, პირველად ესაუბრნენ ერთმანეთს.

„საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა მკაცრად დაგმო დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ 22 მარტს მოსკოვის მახლობლად განხორციელებული თავდასხმა და განაცხადა, რომ საფრანგეთს არ აქვს ინფორმაცია ამ თავდასხმასთან უკრაინის კავშირის შესახებ. მან ასევე დაგმო აგრესიული ომი, რომელიც რუსეთმა წამოიწყო უკრაინაში და განაცხადა, რომ საფრანგეთი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას იქამდე, ვიდრე საჭირო იქნება“ – აღნიშნულია საფრანგეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში.