იერუსალიმში, პარლამენტის შენობის წინ უკვე მესამე დღეა ანტისამთავრობო აქცია იმართება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
საპროტესტო აქციის მონაწილეები ითხოვენ მძევლების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომასა და საყოველთაო არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.
ისრაელის მედიის ცნობით, პარლამენტის შენობის წინ რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა.