ფინეთში, ქალაქ ვანტაას ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად რამდენიმე მოზარდი დაშავდა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, პოლიციამ ცეცხლის გახსნაში ეჭვმიტანილი 12 წლის მოზარდი უკვე დააკავა, თუმცა მანამდე მან სამი თანატოლი დაჭრა. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
ვანტაა ფინეთის სიდიდით მეოთხე ქალაქია, რომლის მოსახლეობაც დაახლოებით 240 ათასია.
მას შემდეგ, რაც ფინეთის სკოლებში 2007 და 2008 წლებში ორი მასობრივი სროლა მოხდა, ქვეყანაში იარაღის ტარების კანონმდებლობა გაამკაცრეს, თუმცა ქვეყანაში, სადაც ნადირობა საკმაოდ პოპულარულია, იარაღის 430 ათასი ლიცენზირებული მფლობელია.