ინდიანაპოლისში სროლის შედეგად შვიდი მოზარდი დაიჭრა. პოლიციის ცნობით, ინციდენტი ქალაქის ერთ-ერთ უბანში ღამის 12-ის ნახევარზე მოხდა, სამართალდამცველებმა სროლის ხმა გაიგონეს, ადგილზე მისულებმა კი აღმოაჩინეს, რომ კონფლიქტი არასრულწლოვანთა შორის მოხდა, რომლებიც შეიარაღებულები იყვნენ.
დაჭრილთა ასაკი 12-დან 17 წლამდე მერყეობს. ისინი კლინიკაში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.