ნინო წილოსანი: ერთადერთი, რასაც ახლა სალომე ზურაბიშვილის, მიხეილ სააკაშვილის და მათ ირგვლივ მყოფი პარტიების გაერთიანებული კამპანია ემსახურება, არის საზოგადოებაში ცრუ და არასწორი შეგრძნებების დამკვიდრება

ნინო წილოსანი: ერთადერთი, რასაც ახლა სალომე ზურაბიშვილის, მიხეილ სააკაშვილის და მათ ირგვლივ მყოფი პარტიების გაერთიანებული კამპანია ემსახურება, არის საზოგადოებაში ცრუ და არასწორი შეგრძნებების დამკვიდრება

ერთადერთი, რასაც ახლა სალომე ზურაბიშვილის, მიხეილ სააკაშვილის და მათ ირგვლივ მყოფი პარტიების გაერთიანებული კამპანია ემსახურება, არის საზოგადოებაში ცრუ და არასწორი შეგრძნებების დამკვიდრება, - ამის შესახებ „დღის ქრონიკის“ ეთერში პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია ემზადება, რომ მოეჭიდოს რაღაც პატარა ხავსს, იმისთვის რომ 26 ოქტომბრის არჩევნებში ჰქონდეს რაიმე სათქმელი ან გამოსაკიდებელი.

„ის, რაც ახლა აქვთ დაწყებული, არის სრული ფარსი. ამასთან დაკავშირებით არ არსებობს რაღაც ისეთი კონკრეტული არგუმენტი, რომ ისინი სწორ მხარეს დგანან. ადვილია, იმოქმედონ ემიგრაციაში მყოფი ადამიანების ემოციებზე და გრძნობებზე. თავისთავად, ალბათ ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანი და ვისაც აქამდე ჰქონია გამოცდილება, საზღვარგარეთ ყოფნის პირობებში მონაწილეობა მიეღო არჩევნებში, აუცილებლად დამეთანხმება, რომ ეს პროცესი მიდის კანონის სრული დაცვით და ძალიან სამართლიანად. ერთადერთი, რასაც ახლა სალომე ზურაბიშვილის, მიხეილ სააკაშვილის და მათ ირგვლივ მყოფი პარტიების გაერთიანებული კამპანია ემსახურება, არის საზოგადოებაში ცრუ და არასწორი შეგრძნებების დამკვიდრება. კარგია, რომ ჩვენ გვეძლევა საშუალება, სწორი ინფორმაცია მივცეთ. საერთაშორისო პრაქტიკა გულისხმობს იმას, რომ ყველა საარჩევნო უბანი აუცილებლად უნდა იყოს მაქსიმალურად დაცულ ტერიტორიაზე. სხვათა შორის, იყო არჩევნების დისტანციურად ჩატარებაზე საუბარი. იმდენად აბსურდში არიან გადასულები - დისტანციურად ხმის მიცემის პროცესს არ იყენებენ ყველაზე წარმატებული ქვეყნებიც კი, იმიტომ რომ ეს დიდ რისკს შეიცავს ჰიბრიდული და კიბერშეტევების გათვალისწინებით. რა თქმა უნდა, არ წამოვეგებით იმ სატყუარას, რომ თითქოს რაიმე სხვა ფორმები შეიძლება იყოს უკეთესი“, - აღნიშნა წილოსანმა.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპარლამენტო არჩევნებზე დიასპორის მონაწილეობა და საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნის საკითხებთან დაკავშირებით ცესკოს თავმჯდომარეს, საარჩევნო კომისიის წევრებს, სამი არასამთავრობო ორგანიზაციისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს შეხვდა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს მალევე სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა, რომელმაც დაწერა, რომ უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის დამატებითი უბნების გახსნის საკითხს მხარს უჭერს.