საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნის საკითხზე პრეზიდენტი შეხვედრას მართავს

საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნის საკითხზე პრეზიდენტი შეხვედრას მართავს

პრეზიდენტი ცესკოს თავმჯდომარეს, საარჩევნო კომისიის წევრებს, სამი არასამთავრობო ორგანიზაციისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს ამ წუთებში ხვდება.

მთავარი თემა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დიასპორის მონაწილეობა და საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნის საკითხია. სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებით მეტი უნდა გაკეთდეს. შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის გარეშე მიმდინარეობს, რის გამოც პრეზიდენტმა ქვეყნის დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელი გააკრიტიკა და უმოქმედობაში დაადანაშაულა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებიდან მალევე სოციალურ ქსელში ყოფილმა პრეზიდენტმა დაწერა, რომ უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის დამატებითი უბნების გახსნის საკითხს მხარს უჭერს.

ყოფილი და მოქმედი პრეზიდენტის განცხადებების თანხვედრა არ უკვირს პრემიერს, რომელმაც დღეს სალომე ზურაბიშვილზე თქვა, რომ პრეზიდენტს არ აქვს არანაირი მორალური უფლება არჩევნების შესახებ ისაუბროს და ცესკოს თავმჯდომარეს შეხვდეს, რომლის წარდგენაზეც თავის დროზე უარი განაცხადა.