სამხრეთ აფრიკაში, სამგზავრო ავტობუსის ავარიას 45 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული ტელეარხი Sky News-ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტობუსი ხევში გადავარდა, რის შემდეგაც მას ცეცხლი გაუჩნდა.
როგორც ტელეარხი Sky News-ი იუწყება, ავტობუსში, რომელსაც ბოტსვანის სარეგისტრაციო ნომერი ჰქონდა, სულ 46 ადამიანი იმყოფებოდა, მძღოლის ჩათვლით.
46 მგზავრიდან მხოლოდ ერთი გადარჩა - რვა წლის გოგონა.
სამხრეთ აფრიკის ტრანსპორტის სამინისტროში აცხადებენ, რომ მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა.