სირიაში, ალეპოს მახლობლად ისრაელის ავიაიერიშს სულ მცირე 36 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ BBC იტყობინება.
სირიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, იერიშები ალეპოს საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად რამდენიმე ლოკაციაზე, ადგილობრივი დროით 01:45 საათზე განხორციელდა. უწყების ინფორმაციით, მსხვერპლთა შორის არიან როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო პირები.
არსებული ინფორმაციით, სამიზნეებს „ჰეზბოლას“ იარაღის საწყობები წარმოადგენდა.
Reuters-ის წყაროების ცნობით, დაღუპულთა შორის „ჰეზბოლას“ ხუთი მებრძოლია.