მთიანი ყარაბაღიდან დევნილი გარკვეული წრეები, ნებსით თუ უნებლიეთ, დგამენ ისეთ ნაბიჯებს, რაც საფრთხეს უქმნის სომხეთის ეროვნულ უსაფრთხოებას, - თქვა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის სხდომაზე.
განცხადება ნიკოლ ფაშინიანმა მას შემდეგ გააკეთა, რაც მთიანი ყარაბაღის ყოფილმა დე ფაქტო პრეზიდენტმა, სამველ შახრამანიანმა ფრანგულ გამოცემა „ფიგაროს“ განუცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის დევნილი მთავრობა ისევ არსებობს და ერევანში იმყოფება.
შახრამანიანმა გასული სექტემბერში ხელი მოაწერა განკარგულებას თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის ყველა უწყების თვითლიკვიდაციის შესახებ.