რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში განაცხადეს, რომ „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარი ტერაქტის შემსრულებლებმა თანხები და კრიპტოვალუტა უკრაინიდან მიიღეს

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში განაცხადეს, რომ „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარი ტერაქტის შემსრულებლებმა თანხები და კრიპტოვალუტა უკრაინიდან მიიღეს

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში განაცხადეს, რომ „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარი ტერაქტის შემსრულებლებმა თანხები და კრიპტოვალუტა უკრაინიდან მიიღეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

„დაკავებულ ტერორისტებთან მუშაობის, ამოღებული ტექნიკური მოწყობილობების შესწავლისა და ფინანსური ტრანზაქციების შესახებ ინფორმაციის გაანალიზების შედეგად მიღებულია მტკიცებულება უკრაინელ ნაციონალისტებთან მათი კავშირის შესახებ“, - განაცხადეს უწყებაში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ოთხშაბათს განაცხადეს, რომ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების რიტორიკა მოსკოვის მახლობლად მომხდარ ტერაქტში უკრაინის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და სხვა ქვეყნების სავარაუდო ჩართულობასთან დაკავშირებით ცინიკური სიცრუეა.