ვლადიმერ პუტინმა „ბოდვა“ უწოდა მოსაზრებას, რომ რუსეთი ნატოსთან ომს აპირებს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა სამხედროებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-ის სამხედრო ხარჯებმა 2022 წელს 811 მილიარდი დოლარი შეადგინა, მაშინ, როცა რუსეთმა ამავე სფეროში მხოლოდ 72 მილიარდი დახარჯა.
„და, ამის გათვალისწინებით ნატოსთან ვაპირებთ ომს? ეს უბრალოდ ბოდვაა“, - განაცხადა პუტინმა.
მან ასევე სისულელე უწოდა საუბრებს საფრთხეზე, რომელსაც რუსეთი დასავლეთის ქვეყნებისთვის წარმოადგენს.
„როდესაც ამბობენ, რომ უკრაინის შემდეგ ევროპაზე ვაპირებთ თავდასხმას - ეს სრული სისულელეა, მოსახლეობის დაშინება, იმისთვის, რომ მათგან ფული მიიღონ“, - განაცხადა პუტინმა.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ თუ უკრაინისთვის გადაცემული F-16-ები ომში მონაწილეობისთვის მესამე ქვეყნების აეროდრომებიდან აფრინდებიან, ეს აეროდრომები რუსი სამხედროებისთვის კანონიერი სამიზნე გახდება.