ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში სააღმზრდელო პროცესი ახლადრეაბილიტირებულ საბავშვო ბაღში განახლდა.
,,სოფელ ნაგომარში დასრულდა 35 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია. აღნიშნული ბაღი 2021 წელს დაზიანდა ხანძრის შედეგად. ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, ასევე, იაპონიის საელჩოს დახმარებით განხორციელდა სრული რეაბილიტაცია და აღიჭურვა ყველა საჭირო ინვენტარით“,- აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.
საბავშვო ბაღი გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ დაათვალიერეს.