28 მარტს, 12:00 საათზე, საქართველოს ფოსტის ორგანიზებითა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, გაიმართება გამოფენა „ქართული განათლება, კულტურა და საფოსტო მარკები".
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზში წარმოდგენილი იქნება: საქართველოს ხელოვნების, კულტურის, სპორტის, განათლებისა და მეცნიერების ამსახველი, სხვადასხვა წელში გამოცემული 133 საფოსტო მარკა.
აღსანიშნავია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ფოსტას შორის ხელმოწერილი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, წლების განმავლობაში, არაერთი მნიშვნელოვანი ერთობლივი პროექტია განხორციელებული.