ბალტიმორში ხიდზე გემის შეჯახების შედეგად, არსებული ინფორმაციით, მდინარეში 20 ადამიანია ჩავარდნილი. მიმდინარეობს მათი საძიებო-სამაშველო ოპერაცია. ამის შესახებ ინფორმაციას ბალტიმორის სახანძრო სამსახურის უფროსი ავრცელებს.
აშშ-ის ქალაქ ბალტიმორში გემი ფრანცის სკოტ კის სახელობის ხიდს შეეჯახა, რის შედეგადაც 2.6 კილომეტრიანი ხიდი მთლიანად დაინგრა.