უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამდებობიდან გაათავისუფლა უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
ზელენსკიმ დანილოვის შემცვლელად ალექსანდრე ლიტვინენკო დანიშნა, რომელიც აქამდე უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურს ხელმძღვანელობდა.