უკრაინა და მსოფლიოს სხვა ქვეყნები იმსახურებენ უფლებას, თვითონ დასახონ საკუთარი მომავალი, – ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა სახელმწიფო დეპარტამენტში ბალტიისპირეთის ლიდერებთან შეხვედრისას განაცხადა.
„ამ მოკავშირეებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს თავდაცვის ბიუჯეტში, იყვნენ ლიდერები უკრაინის მხარდაჭერის კუთხით იმ დროს, როდესაც ეს მხარდაჭერა აბსოლუტურად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ხალხი და ქვეყნები მთელ მსოფლიოში იმსახურებენ საკუთარი მომავლის განსაზღვრას და არა იმას, რომ მისცენ სხვა ძალას უფლება, ეს მათ მაგივრად გააკეთოს“, – აღნიშნა ბლინკენმა.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა.