ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციაზე: მიუხედავად იმისა, დაუჭერენ თუ არა ისინი ამ საკონსტიტუციო ცვლილებას და კანონს მხარს, მნიშვნელოვანი იქნება, რომ მათ თავიანთი პოზიცია დააფიქსირონ

ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციაზე: მიუხედავად იმისა, დაუჭერენ თუ არა ისინი ამ საკონსტიტუციო ცვლილებას და კანონს მხარს, მნიშვნელოვანი იქნება, რომ მათ თავიანთი პოზიცია დააფიქსირონ

მიუხედავად იმისა, დაუჭერენ თუ არა ისინი [ოპოზიცია] ამ საკონსტიტუციო ცვლილებას და კანონს მხარს, მნიშვნელოვანი იქნება, რომ მათ თავიანთი პოზიცია დააფიქსირონ, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში ოპოზიციის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

„თუ რამე კონსტრუქციული, უკეთესი ასე ვთქვათ, შტრიხის თუ წინადადების შემოტანა შეუძლიათ, ჩვენ ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით. ვფიქრობ, საბოლოო ჯამში მაინც მათი ჩართულობა, თუ ისინი კონსტრუქციულად ჩაერთვებიან, წაადგება საერთო საქმეს.

იცით რა შეიძლება იყოს ჩართულობის კარგი ხარისხი? მაგალითად, თუ ამ ზღვრის კონკრეტულად დადგენაში - რა არის პროპაგანდა და რა - ადამიანის უფლება, რაზეც ახლა ყველაზე მეტად აპელირებენ, თუ ამის დადგენაში იქნებიან კონსტრუქციულები, ეს იქნება ძალიან კარგი. ის საკითხები, რაც არის ფუნდამენტური, რა არის ოჯახი, რა არ შეიძლება ჩაითვალოს ოჯახად, რა არის დეფინიცია მშობლის, დედის, მამის, ქალიშვილის, ვაჟიშვილის, ეს რომ იტყვიან, ცალსახა მოცემულობებია და საქართველოში ლინგვისტურ დონეზეა განმარტებულია, მაგრამ ადამიანის უფლებასა და პროპაგანდას შორის ზღვრის გავლების საკითხში თუ იქნებიან პროდუქტიულები მათი წინადადებებით, ვფიქრობ, ძალიან კარგი იქნება“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.