ზურაბ ქადაგიძე: ვინ აღარ მოავლინა გლობალურმა ომის პარტიამ საქართველოში პოლიტიკური კრიზისის შესაქმნელად, ხან აკერმანს აკეთებინეს სემინარები, ხან სერბი აქტივისტები მოგვიგზავნეს, ახლა ლიბერალების კერპი - ფუკუიამა მოგვივლინეს მივლინებით

ზურაბ ქადაგიძე: ვინ აღარ მოავლინა გლობალურმა ომის პარტიამ საქართველოში პოლიტიკური კრიზისის შესაქმნელად, ხან აკერმანს აკეთებინეს სემინარები, ხან სერბი აქტივისტები მოგვიგზავნეს, ახლა ლიბერალების კერპი - ფუკუიამა მოგვივლინეს მივლინებით

„ვინ აღარ მოავლინა გლობალურმა ომის პარტიამ საქართველოში, პოლიტიკური კრიზისის შესაქმნელად… ხან აკერმანს აკეთებინეს სემინარები, ხან სერბი აქტივისტები მოგვიგზავნეს, ახლა ლიბერალების კერპი-ფუკუიამა მოგვივლინეს მივლინებით და ეს ამერიკული ლიბერალიზმის გურუც გვმოძღვრავს,“ - ასე ეხმიანება "ხალხის ძალის" წევრი, ზურაბ ქადაგიძე, ფრენსის ფუკუიამას საქართველოში ვიზიტის დროს, ხელისუფლების მისამართით გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს.

ქადაგიძის თქმით, ლიბერალური ფაშიზმის გადარჩენას საქართველოში მაინც ვერავინ შეძლებს, ვინაიდან დასრულდა დრო, როდესაც ელჩები და საერთაშორისო აქტორები წყვეტდნენ ჩვენი ქვეყნის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკას.

„ვინ აღარ მოავლინა გლობალურმა ომის პარტიამ საქართველოში, პოლიტიკური კრიზისის შესაქმნელად… ხან აკერმანს აკეთებინეს სემინარები, ხან სერბი აქტივისტები მოგვიგზავნეს, ახლა ლიბერალების კერპი-ფუკუიამა მოგვივლინეს მივლინებით და ეს ამერიკული ლიბერალიზმის გურუც გვმოძღვრავს: -საქართველოში ოლიგარქიაა და ლიბერალები უნდა გაერთიანდეთ დემოკრატიის გადასარჩენადო… ჩვენი ფსევდო-ლიბერალებიც პირდაღებული შესცქერიან და ესტროგენებით ივსებიან. არა რა, ვერ გაიგო გლობალური ომის პარტიის სათავო ოფისმა, რომ საქართველოში ხელისუფლების წყაროა ხალხი და ჯინ შარპის შემოქმედება, ჯორჯ სოროსის “ქველმოქმედება”, კელი დეგნანის დიპლომატია და ფრენსის ფუკუიამას დოქტრინები სულ “ცისარტყელად” ადარდებს ქართველ ხალხს. 2003-2012 წლებში დასრულდა ლიბერალური ფაშიზმი საქართველოში, როდესაც ელჩები და საერთაშორისო აქტორები წყვეტდნენ ჩვენი ქვეყნის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკას! ასე რომ, ფუკუიამა კი არა, ჯონ ლოკი და ადამ სმიტი, რომ გაცოცხლდნენ ლიბერალური ფაშიზმის გადასარჩენად, მაინც არაფერი გამოგივათ! მოდუნდით, ოქტომბრის არჩევნებზე მაინც ვერ ასცდებით პოლიტიკურ ნაგავსაყრელს!" - წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.