აშშ-ის ქალაქ ბალტიმორში გემი ფრანცის სკოტ კის სახელობის ხიდს შეეჯახა, რის შედეგადაც 2.6 კილომეტრიანი ხიდი მთლიანად დაინგრა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. შემთხვევა ადგილობრივი დროით დაახლოებით 01:30 საათზე მოხდა.
ბალტიმორის სახანძრო სამსახურის ცნობით, შეჯახებისა და ნგრევის შედეგად მდინარეში შვიდი ადამიანი და უამრავი მანქანა ჩავარდა.
ბალტიმორის სამაშველო სამსახურის უფროსის, კევინ კატრაითის თქმით, ადგილზე მიმდინარეობს საძიებო-სამაშველო სამუშაოები. „ჩვენი მთავარი ამოცანაა ვიპოვოთ ხალხი. ჯერ ძალიან ადრეა იმის დასაზუსტებლად, თუ რამდენი ადამიანი დაშავდა შემთხვევის შედეგად“, - აღნიშნა კატრაითმა.