ეროვნული თავდაცვის საბჭოს სხდომის შემდეგ, საფრანგეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში ტერორისტული საფრთხის დონე უმაღლეს დონემდე გაზარდა.
"მოსკოვში განხორციელებული [ტერორისტული] თავდასხმის შემდეგ, პრეზიდენტმა დღეს საღამოს თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გამართა. იმის გათვალისწინებით, რომ „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო პასუხისმგებლობა თავდასხმაზე და იმ საფრთხეების გათვალისწინებით, რომლის წინაშე ჩვენი ქვეყანა დგას, ჩვენ გადავწყვიტეთ Vigipirate-ის [კონტრტერორისტული გეგმის] უმაღლეს დონემდე გაზრდა: თავდასხმის გადაუდებელი საფრთხე", - აღნიშნა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, გაბრიელ ატალმა.