ბრაზილიაში ძლიერი წვიმის შედეგად წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 25 ადამიანი ემსხვერპლა. ათასობით მოქალაქე იძულებული გახდა, საკუთარი საცხოვრებელი ადგილი დაეტოვებინა.
სტიქია ესპირიტუ-სანტუს შტატსა და ქალაქ რიო დე ჟანეიროში მოხდა.
მედიის ინფორმაციით, 5 400-ზე მეტი ადამიანი ევაკუირებულია, განადგურდა 270-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი.
მაშველები ესპირიტუ-სანტუსა და რიო-დე-ჟანეიროს შტატებში ჩარჩენილი მოქალაქეების გადარჩენას ცდილობენ. სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში ათობით ჯარისკაცი და მეხანძრე-მაშველია ჩართული.