ავღანეთში მასშტაბური ტერაქტის შედეგად, სულ მცირე 21 ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც. ამის შესახებ BBC წერს.
თვითმკვლელმა ტერორისტმა, ქალაქ ყანდაარში, ერთ-ერთ ბანკთან, თავი აიფეთქა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.
პოლიციის ცნობით, ტერორისტულ თავდასხმას ძირითადად, ბანკის წინ შეკრებილი მშვიდობიანი მოქალაქეები ემსხვერპლნენ.