ენტონი ბლინკენი ეგვიპტეში ჩავიდა

ენტონი ბლინკენი ეგვიპტეში ჩავიდა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ოფიციალური ვიზიტით ეგვიპტეში იმყოფება. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

ენტონი ბლინკენმა კაიროში პრეზიდენტ აბდელ ფატაჰ ალ-სისისთან შეხვედრის დროს, ღაზის სექტორში ცეცხლის 6-კვირიანი შეწყვეტის შეთანხმება და „ჰამასის“ მძევლების გათავისუფლების საკითხი განიხილა.

ამერიკის პირველი დიპლომატის განმარტებით, შეერთებულმა შტატებმა, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია წარუდგინა, რომელიც ღაზაში ცეცხლის შეწყვეტასთან ერთად, მძევლების გათავისუფლებას ითვალისწინებს. შეთანხმების განსახილველად, სახელმწიფო მდივანი ხვალ ისრაელში ჩავა.