ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. განსაკუთრებით დაძაბულია ვითარება ქალაქ ღაზაში, კერძოდ, ალ შიფის საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე. დაჯგუფება „ჰამასმა“ ვიდეომასალა გაავრცელა, რომელშიც მათი განცხადებით, ისრაელის არმიის კუთვნილი ტანკების აფეთქება ჩანს.
ალ შიფის საავადმყოფოს ტერიტორიაზე არსებული ვითარების შესახებ ცნობას „ცაჰალიც“ ავრცელებს და იუწყება, რომ ტერორისტული დაჯგუფების მებრძოლები თავს სამედიცინო დაწესებულებას აფარებენ, რის გამოც ისრაელის სამხედრო ოპერაცია ინტენსიურად გაგრძელდება.