სომხეთი მზადაა განახორციელოს საზღვრის სრული დემარკაცია აზერბაიჯანთან, - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
მისი თქმით, საზღვრის დემარკაცია ტოპოგრაფიული რუკებისა და კომპეტენტური ორგანოების გადაწყვეტილებების საფუძველზე უნდა მოხდეს.
„სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის რუკებთან დაკავშირებით შეთანხმება არ არსებობს, თუმცა არსებობს შეთანხმება, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი აღიარებენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას ალმა-ათის დეკლარაციის საფუძველზე. ეს ნიშნავს არა ახალი საზღვრის შექმნას, არამედ იმ საზღვრების რეკონსტრუქციას, რომელიც არსებობდა საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო პერიოდში”, - აღნიშნა ფაშინიანმა.