მისისიპის შტატში ყოფილ პოლიციელს. 29 წლის კრისტიან დედმონს ორი შავკანიანი კაცის წამების საქმეზე 40-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ამის შესახებ BBC იტყობინება.
2023 წლის 24 იანვარს პოლიცია შეტყობინებაზე რეაგირების მიზნით გავიდა მისამართზე ქალაქ ბრექსტონში, სადაც, ადგილობრივის თქმით, „თეთრკანიანი ქალის სახლში უცნაური ქცევა და შავკანიანი მამაკაცები შენიშნა“.
პოლიციელები სახლში ორდერის გარეშე შევიდნენ და ორ შავკანიანს, მაიკლ ჯენკინსსა და ედი პარკერს ხელბორკილები დაადეს, საათ-ნახევრის განმავლობაში სცემდნენ და რასობრივ ნიადაგზე შეურაცხყოფას აყენებდნენ, შემდეგ კი ერთ-ერთმა პოლიციელმა ჯენკინსს სახის არეში ესროლა.
მანამდე საქმის სხვა ფიგურანტებს, 17 წლით, 17,5 წლით და 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. კიდევ ორი ბრალდებულის მიმართ განაჩენი უახლოეს დღეებში გამოცხადდება. ექვსივე ბრალდებულმა გასული წლის აგვისტოში ბრალი აღიარა.