მომხმარებელზე ზრუნვა და ფინანსური მხარდაჭერა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC-ის საქმიანობის მთავარი ღირებულებაა. უკვე წლებია, რაც კომპანიამ მიზნად დაისახა მეწარმეების, ფერმერების თუ ნებისმიერი იმ პირის ხელშეწყობა, რომელსაც კონკრეტული ფინანსური საჭიროება აქვს, ან ცდილობს თავისი იდეების რეალიზებას.
ამ მიზნებისთვის ემბისიმ ყველასთვის ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისები და პროდუქტები შემოგვთავაზა:
- ბიზნეს სესხი
- აგრო სესხი
- ავტო სესხი
- სტარტაპ სესხი
- იპოთეკური სესხი
ზემოთ ჩამოთვლილ სესხის ტიპებს სტატიაში უფრო დეტალურად გაეცნობი, იქამდე კი გეტყვი, რომ ემბისის მისიაა, პასუხისმგებლობიანი დაკრედიტების გზით, ხელი შეუწყოს მიკრო ბიზნესის ფინანსურ სტაბილურობას.
„ჩვენი მიზანია მცირე მეწარმეებისთვის და ფერმერებისთვის ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების და პროდუქტების შეთავაზება, მომხმარებლებთან გრძელვადიანი და გამჭვირვალე ურთიერთობის ჩამოყალიბება“ - აცხადებენ ორგანიზაციის მენეჯმენტში.
- ბიზნეს სესხი
ემბისის მთავარი უპირატესობა ბიზნეს სესხის აღების სწრაფი და გამარტივებული პროცედურაა. შეგიძლიათ ისარგებლოთ ინდივიდუალური, შემოსავლებზე მორგებული გადახდის გრაფიკით.
ემბისი გთავაზობთ ორი სახის ბიზნეს სესხს:
უზრუნველყოფილი ბიზნეს სესხი: 2000-დან 100000 ლარამდე მოცულობით;
უგირავნო ბიზნეს სესხი: 500-დან 20000 ლარამდე მოცულობით.
ემბისი განიხილავს ნებისმიერი საკრედიტო ისტორიის მქონე მომხმარებლის განაცხადს.
მნიშვნელოვანია, რომ ბიზნეს სესხი გაიცემა როგორც იურიდიულ პირებზე და ინდივიდუალურ მეწარმეებზე, ასევე თვითდასაქმებულ პირებზე. გადახდის გრაფიკი კი მორგებულია ინდივიდუალურად მომხმარებლის შემოსავლებზე.
ბიზნეს სესხის ასაღებად საჭიროა გქონდეს მხოლოდ ID ბარათი ან პასპორტი, გქონდეს ბიზნესი ან იყო თვითდასაქმებული (უზრუნველყოფილი სესხის შემთხვევაში შესაბამისი გარანტია).
- აგრო სესხი
თუ ეწევი სასოფლო სამეურნეო საქმიანობას, ან თვითდასაქმებული აგრო მეწარმე ხარ, აგრო სესხის მიღებას საუკეთესო პირობებით შეძლებ.
ემბისი გთავაზობს 20000 ლარამდე ბიზნეს სესხს, ყოველგვარი გირაოსა და უზრუნველყოფის გარეშე.
კომპანია უსასყიდლოდ გაგიწევს ბიზნეს კონსულტაციას, ასევე ფინანსური მრჩევლის მომსახურებას.
აგრო სესხის ასაღებად დაგჭირდება ID ბარათი ან პასპორტი, აუცილებელია გქონდეს აგრო მეურნეობა ან იყო თვითდასაქმებული აგრო მეწარმე (უზრუნველყოფილი სესხის შემთხვევაში შესაბამისი გარანტია).
- იპოთეკური სესხი
იპოთეკური სესხს აიღებ იმ შემთხვევაში, თუ გსურს შეიძინო, ააშენო ან გაარემონტო ბინა, სახლი, აგარაკი, საოფისე ფართი. ემბისიში იპოთეკურ სესხს დაჩქარებული პროცედურებით მიიღებ.
უძრავი ქონების უზრუნველყოფით ემბისიში 100000 ლარამდე დაფინანსების მიღებაა შესაძლებელი. სესხის აღებისთვის აუცილებელი პირობაა იყო სრულწლოვანი, გქონდეს ID ბარათი ან პასპორტი, შესაბამისი უზრუნველყოფა და შემოსავლები.
- სტარტაპ სესხი
ემბისის Start Up სესხი შესაძლებლობას გაძლევს აქციო შენი კრეატიული იდეა წარმატებულ ბიზნესად, ან მიიღო დაფინანსება უკვე არსებული საქმიანობის განვითარებისთვის.
MBC სტარტაპ იდეებისთვის გასცემს 100000 ლარამდე სესხს მინიმალური დოკუმენტაციით და გამარტივებული პროცედურებით!
ემბისი ბიზნეს კონსულტაციასა და ფინანსური მრჩევლის მომსახურებას უსასყიდლოდ გაგიწევს. სესხის მისაღებად კი საჭიროა გქონდეს ID ბარათი ან პასპორტი, სტარტაპ იდეა, მოქმედი ბიზნესი და შესაბამისი უზრუნველყოფა.
- ავტო სესხი
ავტო სესხის აღებას თუ აპირებ, ემბისის ავტოსესხი საუკეთესო არჩევანია. ორგანიზაცია საშუალებას გაძლევს ისარგებლო მაქსიმალურად შენზე მორგებული პირობებით - გამარტივებული პროცედურებით შეიძინო სასურველი ავტომობილი, ან მიიღო დაფინანსება სხვა ნებისმიერი მიზნის განხორციელებისთვის.
ემბისი"-ს ავტო სესხით სარგებლობისას, ავტომობილი დარჩება შენს მფლობელობაში, გადახდის გრაფიკით დადგენილი ყოველთვიური შენატანით კი დაიფარება როგორც სესხის ძირითადი თანხა, ასევე პროცენტი.
სესხის ასაღებად დაგჭირდება ავტომობილი, ID ბარათი ან პასპორტი და რეგისტრაციის მოწმობა.
ავტო სესხის შემთხვევაში ფილიალში ვიზიტი მხოლოდ თანხის ასაღებად დაგჭირდება. სესხი შეგიძლია მოითხოვო დისტანციურად და პასუხიც სახლიდან გაუსვლელად მიიღო.
ემბისი ყოველთვის საუკეთესო არჩევანია.