ვალუტის კურსი MBC-ში

ვალუტის კურსი MBC-ში

საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC.com.ge მუდმივად ცდილობს მომხმარებლებისთვის საუკეთესო სერვისების შეთავაზებას. თუ ვალუტის ყიდვა-გაყიდვა ხშირად გიწევს, განაგრძე სტატიის კითხვა, რადგან ვალუტის გადაცვლის უპირატესობების შესახებ ბევრ საინტერესო ინფორმაციას აღმოაჩენ.

MBC-ში უკეთესი ვალუტის კურსია სანამ ვალუტას გადაცვლი, აუცილებლად გადაამოწმე რას გთავაზობს ემბისი.

ეწვიე ვებგვერდს mbc.com.ge და შემოთავაზებული პროდუქტების ჩამონათვალში აირჩიე სერვისი - ვალუტის გადაცვლა.

ვებგვერდზე მარტივად ნახავ MBC-ის ვალუტის კურსს, გაეცნობი დოლარის, ევროს, რუბლის, თურქული ლირის, ბრიტანული სტერლინგის ყიდვა-გაყიდვის მიმდინარე კურსებს. აქვე, ნახავ MBC-ის კურსსა და საქართველოს ეროვნული ბანკის კურსებს შორის არსებული სხვაობას თითოეული ვალუტისთვის.

MBC-ის ვებგვერდზე ჩაშენებულია კალკულატორი, რომელიც თანხების მარტივად გადაანგარიშებაში გეხმარება.

MBC-ში ვალუტის გადაცვლა ორი მეთოდით შეგიძლია:

  1. ონლაინ, MBC-ის ვებგვერდზე:

ვალუტის ონლაინ რეჟიმში გადასაცვლელად დაგჭირდება მარტივი რეგისტრაცია MBC-ის ონლაინ კაბინეტში. ამის შემდეგ, სულ რამდენიმე წამში შეძლებ კონვერტაციისთვის განაცხადის გაგზავნას. ემბისის ანგარიშზე თანხის გადმორიცხვის შემდეგ, შეძენილი ვალუტა, უმოკლეს დროში, განაცხადში მითითებულ ანგარიშის ნომერზე დაგიბრუნდება.

  1. კომპანიის სერვის ცენტრებში:

ემბისის სერვისცენტრში კომფორტული და სწრაფი მომსახურება გელოდება. ემბისი წარმოდგენილია თითქმის ყველა დიდ ქალაქში.

რა შემთხვევაში შეგიძლია ონლაინ კაბინეტის რეგისტრაცია და შემდგომი მომსახურებით სარგებლობა?

  • თუ ხარ საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი;
  • საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები ფიზიკური პირი, რომელიც ფლობს საქართველოს სახელმწიფოს მიერ გაცემულ ბინადრობის მოწმობას;
  • იურიდიული პირი, რომლის წარმომადგენელი გახლავთ საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი, ან საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს სახელმწიფოს მიერ გაცემული ბინადრობის მოწმობა.

ონლაინ კონვერტაციის განხორციელება შესაძლებელია  შემდეგ ვალუტებში: GEL, USD, EUR, RUB.

აუცილებელია, გახსოვდეს, რომ ვალუტის კურსი მუდმივად იცვლება. ყოველდღიურ ცხოვრებაში, ხან ვალუტის მიწოდება ჭარბობს, ხან - მოთხოვნა. სწორედ ეს არის ვალუტის კურსის ცვლილების მიზეზი. ეროვნულ ვალუტაზე მოთხოვნის გაზრდისას ვალუტა მყარდება, ხოლო მოთხოვნის კლების შემთხვევაში - უფასურდება.

ვალუტის კურსის ცვლილებას სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორებიც განსაზღვრავს: პოლიტიკური სტაბილურობა, ეკონომიკის სიჯანსაღე, იმპორტსა და ექსპორტს შორის ბალანსი, ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ღონისძიებები თუ სხვა.

გახსოვდეს, სანამ ვალუტას გადაცვლი, ყოველთვის გადაამოწმე რას გთავაზობს ემბისი, რადგან მარტივი პროცედურა და ყოველთვის მომგებიანი კურსი გელოდება.