პოლონეთის პრეზიდენტი: რუსეთი ნატოს შესაძლოა 2026-27 წლებში დაესხას თავს

პოლონეთის პრეზიდენტი: რუსეთი ნატოს შესაძლოა 2026-27 წლებში დაესხას თავს

პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას განცხადებით, რუსეთი ნატოს შესაძლოა 2026-27 წლებში დაესხას თავს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Ukrainska Pravda ავრცელებს.

დუდას თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრმა ქვეყნებმა სასწრაფოდ უნდა გაზარდონ თავდაცვის ხარჯები და რუსეთის შემაკავებელი მექანიზმი შექმნან.