ანრი ოხანაშვილი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს: თქვენ სართულების მთვლელი ხართ თუ ვინ ხართ?! - თანამდებობრივად სულ მცირე უნდა ხვდებოდეთ, სად ხართ მოსული

ანრი ოხანაშვილი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს: თქვენ სართულების მთვლელი ხართ თუ ვინ ხართ?! - თანამდებობრივად სულ მცირე უნდა ხვდებოდეთ, სად ხართ მოსული

თქვენ სართულების მთვლელი ხართ თუ ვინ ხართ?! - თანამდებობრივად სულ მცირე უნდა ხვდებოდეთ, სად ხართ მოსული, - ასე მიმართა დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს გიორგი მსხილაძეს, რომელმაც პლენარულ სხდომაზე დაადასტურა, რომ პრეზიდენტის ვეტო რიგით მეხუთეა და ამ რიცხვს ვერ გამოტოვებდნენ, “ისევე როგორც ანრი ოხანაშვილი ვერ გამოტოვებდა მეხუთე სართულს, რომელზეც ცხოვრობს“.

ოხანაშვილმა მსხილაძეს მოუწოდა, დეპუტატთა კონკრეტულ კითხვებს უპასუხოს, თავად კი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს მიმართა შეკითხვით, რას ფიქრობს პრეზიდენტის არჩევა 6 თვის ან ერთი წლის ვადით რომ ხდებოდეს.

„დაგისვით კონკრეტული კითხვა და ამ კითხვაზე პასუხის ნაცვლად, ყველაფერზე ილაპარაკეთ - მგონი, დაგავიწყდათ ვისი წარმომადგენელი ხართ! თან ბატონი რომანის უნიჭო ხუმრობას აჰყევით - თქვენ სართულების მთვლელი ხართ თუ ვინ ხართ?! - თანამდებობრივად სულ მცირე უნდა ხვდებოდეთ, სად ხართ მოსული და დეპუტატის დასმულ კითხვას გასცეთ პასუხი“, - მიმართა მსხილაძეს ანრი ოხანაშვილმა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების წესზე პრეზიდენტის ვეტოს განხილვა მიმდინარეობს.