მოლდოვის პრეზიდენტი: ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმი ოქტომბერში გაიმართება

მოლდოვის პრეზიდენტი: ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმი ოქტომბერში გაიმართება

მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმი ოქტომბერში გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.

სანდუმ აღნიშნა, რომ მან მოლდოვის პარლამენტს სთხოვა საკონსტიტუციო პლებისციტის პროცედურის დაწყება.

"მოლდოვის მოქალაქეების უმრავლესობისთვის ევროკავშირი მშვიდობისა და კეთილდღეობის პროექტია, ხოლო რუსეთი მუდმივად ცდილობს მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაციას", - აღნიშნა მოლდოვის პრეზიდენტმა.

"ჩვენ ველით, რომ რუსეთის თავდასხმები და პროვოკაციები გაგრძელდება, მაგრამ მოვუწოდებ მოქალაქეებს, არ შეშინდნენ და მხარი დაუჭირონ რეფერენდუმს, რადგან ევროკავშირი არის ერთადერთი ვარიანტი, რომელსაც შეუძლია მშვიდობის უზრუნველყოფა", - დასძინა მაია სანდუმ.