რუსული და უკრაინული ტელეგრამ-არხების ინფორმაციით, ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში უკრაინიდან დივერსიული ჯგუფები შეიჭრნენ.
დაუდასტურებელი ცნობით, სამმა შეიარაღებულმა დაჯგუფებამ, მათ შორის ციმბირის ლეგიონმა, უკრაინა-რუსეთის საზღვარი ჯავშანტექნიკით გაარღვია.
მედიის ინფორმაციით, ორმხრივი სროლაა დივერსიულ ჯგუფებსა და რუს სამხედროებს შორის. შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ოფიციალურ მოსკოვს კომენტარი არ გაუკეთებია. უკრაინის დაზვერვაში კი აცხადებენ, რომ დაჯგუფებები ოფიციალური კიევისგან დამოუკიდებლად მოქმედებენ.