კომპანია „კორიდას“ ინფორმაციით, 2023 წელს ხორცპროდუქტებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა, მიმდინარე წელს კი აღნიშნული მონაცემის კიდევ უფრო ზრდის ტენდენცია დაფიქსირდება.
როგორც „კორიდას“ დირექტორი რეზო ნარმანია განმარტავს, საშუალოდ, ყოველწლიური მატება 8%-ია, მაგრამ განსაკუთრებული შედეგი ქონდათ გასულ წელს, სადაც 10%-იანი მატება დაფიქსირდა. სამომავლო განვითარების სტარატეგიის ფარგლებში კი დაგეგმილია, რომ 2024წელს, წარმოება კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს.
„ჩვენი პროდუქციის ფასი კონკურენტუნარიანია და მრავალფეროვან სეგმენტს მოიცავს. აქვე აღვნიშნავ, რომ ძალიან დიდია იმ სეგმენტის მოცულობა, რომელიც ორიენტირებულია შედარებით დაბალ ფასზე და ამავე დროს, სჭირდება პროდუქტი, რომელიც ხარისხიანია და ნდობას იმსახურებს. „კორიდას“ პროდუქცია სწორედ ასეთია. ჩვენ შემთხვევაში, ფასი ნდობის განმსაზღვრელი არ არის. იგი ყალიბდება დროთა განმავლობაში, იმის მიხედვით, თუ რამდენად თანმიმდევრულია ბრენდი. ამიტომ ჩვენს მომხმარებლებს ვპირდებით, რომ წლების მანძილზე მოპოვებულ ნდობას არ გავუცრუებთ“, - განმარტა რეზო ნარმანიამ.
მისივე ინფორმაციით, კომპანიის საწარმო ქალაქ ფოთშია და ჯამში 400-ზე მეტ ადგილობრივს ასაქმებს. ამასთან, ქუთაისში, ბათუმში, სამეგრელოსა და გურიაში - დისტრიბუციას მთლიანად „კორიდა“ უზრუნველყოფს, შესაბამისად, დასავლეთ საქართველოში, ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია. თუმცა, „კორიდას“ პროდუქცია მხოლოდ დასავლეთ საქართველოში არ არის პოპულარული. მასზე მოთხოვნა მუდმივად მზარდია და პროდუქცია საქართველოს ყველა რეგიონშია ხელმისაწვდომი.
„კორიდა“ იმ კომპანიებს შორისაა, რომელსაც მრავალი წელია დანერგილი აქვს საერთაშორისო ISO 9001; ISO 22000 სტანდარტები, НАССР სისტემა, რაც კომპანიის ნდობის, მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოების და ეფექტურ მართვის სისტემების მნიშვნელოვანი გარანტიაა. წარმოებისა და დისტრიბუციის პროცესში წარმოებისა და მიწოდების თითოეულ კომპონენტს ვუწევთ მონიტორინგს. რაც შეეხება ნედლეულის შერჩევისა და კონტროლის მექანიზმს, თავდაპირველად ნედლეული გადის ლაბორატორიულ შემოწმებას, ვთანამშრომლობთ წამყვან კომპანიებთან, რომლებიც თავისი ნედლეულით ამარაგებენ ევროპისა და ამერიკის ბაზარს“, - განმარტა კომპანიის დირექტორმა.
რეზო ნარმანია აღნიშნავს, რომ 2024 წლიდან ასორტიმენტის ზრდა იგეგმება და უფრო კონკრეტულად, შემოდგომის სეზონიდან ბაზარზე „კორიდას“ ახალი პროდუქტები გამოჩნდება.
„კორიდა“ 2007 წელს ფოთში დაარსდა. საწარმო ყოფილი თევზის ქარხნის ტერიტორიაზე მდებარეობს. კომპანიამ ქარხნის თითქმის სრულად განადგურებული შენობა აღადგინა და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა.
ამჟამად კორიდა 40-მდე დასახელების ხორცპროდუქტს აწარმოებს. მომხარებლის მხრიდან ყველაზე მეტად მოთხოვნადი პროდუქტებია: სოსისი „ივერია“, ძეხვები „მონადირული“, „სერველატი“ და „საექიმო“. გაყიდვების 30% სწორედ ამ პროდუქტებზე მოდის.