ჩვენი დროშა ყვითელი და ლურჯია. ეს არის დროშა, რომლითაც ვცხოვრობთ, ვკვდებით და ვიმარჯვებთ და ჩვენ არასდროს ავწევთ სხვა დროშებს, - ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი რომის პაპის სკანდალურ განცხადებას.
დმიტრო კულება მოუწოდებს ყველას, წარსულის შეცდომებს თავი აარიდონ და მხარი დაუჭირონ უკრაინას.
რომის პაპმა ფრანცისკემ რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას განაცხადა, რომ მხარემ, რომელიც ომში მარცხდება, „თეთრი დროშის“ აწევისა და მოლაპარაკების დაწყების სიმამაცე უნდა გამოიჩინოს, რითაც ადამიანების სიცოცხლეს გადაარჩენს.
მოგვიანებით ვატიკანს პონტიფიკოსის განცხადებაზე კომენტარის გაკეთება მოუხდა. ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ პაპს მხედველობაში არა უკრაინის კაპიტულაცია, არამედ სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყების აუცილებლობა ჰქონდა.