ნატოს რამდენიმე ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები უკვე იმყოფებიან უკრაინის ტერიტორიაზე, - ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, თუმცა ეს ქვეყნები არ დაუსახელებია.
რადოსლავ სიკორსკიმ ასევე ღიად დაუჭირა მხარი საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ინიციატივას, რომელიც უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნისთვის მზადყოფნას ითვალისწინებს.