მსოფლიოს დონალდ ტრამპის დაბრუნება სჭირდება, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს.
„დონალდ ტრამპი იყო მშვიდობის პრეზიდენტი. მან მოიპოვა პატივისცემა მსოფლიოში და შექმნა პირობები მშვიდობისთვის. მისი პრეზიდენტობის დროს მშვიდობა იყო ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში. ჩვენ გვჭირდება მისი დაბრუნება, როგორც არასდროს“, - აცხადებს ორბანი, რომელიც გასულ კვირას ტრამპს ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში შეხვდა.