წელის ტკივილი ადამიანებისთვის ერთ-ერთი ყველაზე შემაწუხებელი მდგომარეობაა - ამ დროს რთულია დაძინება და მოსვენება. თუ ტკივილი სუნთქვის დროს ძლიერდება, ამის მიზეზი შეიძლება ძვლოვანი ან კუნთოვანი ნაწილის დაზიანება იყო. მწვავე, ძლიერი, შეტევითი ტკივილი კი როგორც წესი, წელკავს ახასიათებს. წელის ტკივილი ზოგ შემთხვევაში გამოწვეულია ისეთი დაავადებით, როგორიცაა: ოსტეოქონდროზი, მალთაშუა დისკის თიაქარი, კიფოზი, სქოლიოზი და ხერხემლის სხვა დაავადებები. ამ დროს მკურნალობის პროცესის სამართავად რეკომენდებულია წელის კორსეტებისა და ქამრების გამოყენება. წელის ტკივილის თავიდან ასაცილებლად:
- გააძლიერეთ თქვენი წელის კუნთები. ეს შესაძლებელია ცურვით და ნაკლებად ინტენსიური ვარჯიშებით. გარდა ამისა, ამ დროს რეკომენდირებულია იოგა, პილატესი და ფეხით სიარული.
- გამოიყენეთ ორთოპედიული ქამრები;
- მოერიდეთ სიმძიმეების აწევას;
- მოერიდეთ დიდხანს ერთ პოზიციაში ჯდომას.
რამ შეიძლება გამოიწვიოს წელის ტკივილი?
წელის ტკივილი თუ რომელიმე დაავადებას არ უკავშირდება, მისი მართვა და მკურნალობა სახლის პირობებშიც შესაძლებელია. ამის დასადგენად, აუცილებელია, პირველ რიგში, ექიმთან დაგეგმოთ ვიზიტი. გარკვეულწილად, ეს პრობლემა ჩვენი ცხოვრების წესის, საქმიანობის ან პროფესიის გამო ჩნდება. მედიკოსები მიიჩნევენ, რომ წელის ტკივილი თანამედროვე ტექნოლოგიებთან პირდაპირ კავშირშია. წელის ტკივილის გამომწვევ მიზეზებს შორის ყველაზე გავრცელებულია:
- კუნთების დაჭიმულობა;
- დაღლილობა;
- მჯდომარე ცხოვრების წესი;
- ხერხემლის პათოლოგიები;
- ფიზიკური დატვირთვა.
ასევე ეფექტურია წელის კორსეტებისა და ქამრების ტარება, რომლებიც აფიქსირებენ წელს ანატომიურ მდგომარეობაში, ამცირებენ დატვირთვასა და ტკივილს შეგრძნებას. ამ პროდუქციის ფართო არჩევანს გვთავაზობს სამედიცინო კომპანია “ახალი ხედვა”. ეს სამედიცინო ჯგუფო უკვე 12 წელია რაც ბაზარზე ოპერირებს და მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის ორთოპედიულ პროდუქციას სთავაზობს.