ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების ჰაერიდან მიწოდებას 5 ადამიანი ემსხვერპლა, 11 კი დაშავდა. ამის შესახებ CBS News-ი „ჰამასის“ მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება.
არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი პარაშუტი არ გაიხსნა, რის გამოც ტვირთი ადამიანებს დაეცა.
8 მარტს აშშ-მა, იორდანიამ, ეგვიპტემ, საფრანგეთმა, ნიდერლანდებმა და ბელგიამ თვითმფრინავებიდან ღაზის სექტორის მოსახლეობას ჰუმანიტარული დახმარება მიაწოდეს. როგორც CBS-ს პენტაგონში განუცხადეს, წინასწარი მონაცემებით, ამერიკული თვითმფრინავი არაა პასუხისმგებელი ადამიანთა დაღუპვაზე, თუმცა გამოძიება აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.
ინციდენტისგან დისტანცირება მოახდინეს იორდანიის ხელისუფლებაშიც.