იემენის მახლობლად, ბარბადოსის დროშის ქვეშ მცურავ სატვირთო გემზე, „ჰუსიტების“ სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ეკიპაჟის 3 წევრი დაიღუპა, 4 კი დაშავდა.
ინციდენტი 6 სექტემბრის დილას, ადენის ყურეში მოხდა. ეკიპაჟის რამდენიმე წევრი დაკარგულია და სავარაუდოდ, ჰუსიტების ტყვეობაში იმყოფება. მომხდართან დაკავშირებით კომენტარი გაკეთდა სახელმწიფო დეპარტამენტში.