საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის რეგიონული განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებითა და ფიბა-ს ახალგაზრდობის განვითარების ფონდის (Youth developmant Fund) მხარდაჭერით, ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკოლოზ ცქიტიშვილმა, რეგიონული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელ შალვა ონიანთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ვახტანგ ბლაგიძის სახელობის სპორტის სასახლეს საჩუქრად თანამედროვე საკალათბურთო ტაბლო გადასცა.
სპორტულ დარბაზში ფედერაციის წარმომადგენლებს გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზაზა შოშიტაიშვილი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია და რეგიონის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლაშა თოიძე შეხვდნენ.