რესპუბლიკელი კონგრესმენი ენდი ბიგსი აცხადებს, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თეთრ სახლს რეალურად მისი კაბინეტის წევრები მართავენ. ამის შესახებ მან Fox Business-ის ეთერში ისაუბრა.
„პრეზიდენტ ბაიდენის კოგნიტიური შესაძლებლობები უარესდება. ამას ვხედავთ არა მხოლოდ მე და თქვენ, არამედ მთელი მსოფლიო. მას უჭირს, დარჩეს ფოკუსირებული. ჩვენ ვგრძნობთ, რომ ის რეალურად არ მართავს [თეთრ სახლს]. უამრავი ადამიანი მოდის და მეკითხება, ვინ მართავს რეალურად [თეთრ სახლს]? ამას მისი კაბინეტი აკეთებს. ჩემი აზრით, სავსებით ნორმალურია, რომ ამერიკელები სვამენ კითხვას - ეს ადამიანი არ მართავს, მაშინ ვინ მართავს რეალურად და რატომ არის საქმე ასე ცუდად?“ - აღნიშნა კონგრესმენმა.