Reuters: ევროკომისია შესთავაზებს ევროკავშირს, ომის ეკონომიკის რეჟიმზე გადასასვლელად სამხედრო მრეწველობა გააძლიეროს

Reuters: ევროკომისია შესთავაზებს ევროკავშირს, ომის ეკონომიკის რეჟიმზე გადასასვლელად სამხედრო მრეწველობა გააძლიეროს

ევროკომისია შესთავაზებს ევროკავშირს, ომის ეკონომიკის რეჟიმზე გადასასვლელად სამხედრო მრეწველობა გააძლიეროს. ამის შესახებ Reuters-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.

ევროკომისარი მრეწველობის საკითხებში ტიერი ბრეტონი წარმოადგენს საკუთარ წინადადებებს, რომლებიც ითვალისწინებს ევროპული კომპანიებისგან მეტი შეიარაღების შეძენას და ამ კომპანიების დახმარებას, რათა მათ საკუთარი საწარმოო სიმძლავრეები გაზარდონ.

„პარადგიმა უნდა შევცვალოთ და ომის ეკონომიკის რეჟიმში გადავიდეთ. ეს ნიშნავს იმას, რომ ევროპის სამხედრო მრეწველობამ, ჩვენი დახმარებით, მეტი რისკი უნდა გაწიოს“, - განაცხადა ტიერი ბრეტონმა.

მისივე თქმით, თუ დონალდ ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნდება, ევროპას საკუთარი თავის დასაცავად მეტის გაკეთება მოუწევს.