„რესპუბლიკური პარტიიდან“ აშშ-ის პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა და დონალდ ტრამპის ერთადერთმა კონკურენტმა პრაიმერიზების სერიაში პირველი სიმბოლური გამარჯვება მოიპოვა - მან ვაშინგტონში ხმების უმრავლესობა მიიღო. ამის შესახებ BBC წერს.
ბოლო მონაცემებით, ჰეილიმ ხმების 62.8% მოიპოვა, ყოფილმა პრეზიდენტმა კი - 33,3%. დონალდ ტრამპმა დღემდე 8 პრაიმერიზში გაიმარჯვა და კიდევ უფრო მიუახლოვდა შანსს, გახდეს „რესპუბლიკელების“ კანდიდატი, რომელიც ნოემბერში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში, ჯო ბაიდენს დაუპირისპირდება.