ზოგადად, თუ დავაკვირდებით, მარტივ კანონზომიერებას აღმოვაჩენთ, რომელიმე არჩევნების მოახლოებისთანავე დღის წესრიგში სასამართლო სისტემის რეფორმირების საკითხი დგება, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა „იმედის კვირას“ განუცხადა.
იგი სასამართლოზე მორიგი შეტევის მცდელობას იმ პროცესის ნაწილად მიიჩნევს, რომელიც დიდი ხნის დაწყებულია და რომელიც ქართული სასამართლოს დამორჩილებას ისახავს მიზნად. გვრიტიშვილმა გაიხსენა, თუ როგორ ცდილობდნენ გარკვეული პირები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ოპოზიციის გავლენების გაზრდას. საბჭოში გადაწყვეტილების მიღების წესი უნდა შეცვლილიყო და ამას მხარს უჭერდა ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც.
„როდესაც ამ ინიციატივის ავტორს, საელჩოდან მოდიოდა ეს და მხარს უჭერდა ყოფილი სახალხო დამცველის აპარატი, არასამთავრობო ორგანიზაციები, როდესაც ვეკითხებოდით. სადმე ამ მოდელმა წარმატებით იმუშავა, არა, არ უმუშავია. პასუხი იყო - არა, მაგრამ მერე რა! იმუშავებს, ვცადოთ საქართველოში. იქნებ, გაამართლოს“, - აღნიშნა გვრიტიშვილმა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ასევე გაიხსენა, თუ როგორ დაისაჯა ქართველი მოსამართლე, რომელმაც ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენი გამოიტანა და რომელსაც ამის გამო აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელმა ახნა-განმარტება მოსთხოვა. მისი შეფასებით, რადიკალების მიერ მოთხოვნილი„ვეტინგის“ პროცესი სწორედ ასეთი მოსამართლეების დამორჩილებას ემსახურება.
„მაგალითად, ლაშა ჩხიკვაძის მსგავსი მოსამართლეები მათ არ სჭირდებათ. მათ უნდათ, წინასწარ რომ დაიბარებენ მოსამართლეს, მისცემენ დირექტივას, რომ აი, ეს საქმე ასე უნდა გადაწყდეს და მოსამართლეც ხმის ამოუღებლად შეასრულებს ამ დავალებას, აი, ასეთი მოსამართლეები უნდათ.
როდესაც ფიზიკურად ვერ მოხერხდა სასამართლო კორპუსში განხეთქილების მოწყობა, ვერ მოხდა მოსამართლეების ისეთი ჯგუფის შექმნა, რომელსაც დაეყრდნობიან ეს მავანნი და მათი მეშვეობით განახორციელებენ სასამართლო ხელისუფლების კონტროლს, ახლა ამ პრინციპის მეორე ასპექტზე გადავიდნენ - მოდით, მივაღწიოთ ისეთ სიტუაციას, როდესაც სასამართლო ხელისუფლება იქნება პარალიზებული, მაქსიმალურად დისკრედიტირებული. არ ექნება ნდობა საზოგადოებაში“, - განაცხადა გვრიტიშვილმა.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ ე.წ. ვეტინგის სისტემის შემოღებას ითხოვენ, რაც მოსამართლეების შემოწმებას და მათ გათავისუფლებას გულისხმობს. მათი იდეაა, რომ საქართველოში სასამართლოს დაკომპლექტების პროცესი უცხო ქვეყნების საელჩოების მიერ წარიმართოს.
Მოსამართლეზე ზემოქმედება და მითითება, თუ რა განაჩენი უნდა დააყენოს, დანაშაულია.
ორჯერ ორი, უდრის ოთხს, ეს ელემენტარული წესები კარგად იციან ამ ნაძირლებმა... Მაგრამ... კიტრიაო, გვაძალებენ...