გერმანიის ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამშრომლები გაიფიცნენ. ქვეყნის დიდი ქალაქების ძირითად ნაწილში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა თითქმის მთლიანადაა პარალიზებული. გაფიცვა გერმანიის 16 ფედერალური მხარიდან 14-ში მიმდინარეობს.
გაფიცვის ორგანიზატორი პროფკავშირების გაერთიანება Verdi-ა. პროფკავშირების მოთხოვნა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა. მათ შორის, სამუშაო საათების შემცირება, ხელფასის შენარჩუნების პირობით და შვებულების დღეების რაოდენობის გაზრდა.