ალექსეი ნავალნის ხსოვნის პატივსაცემად გამართულ აქციებზე რუსეთის 19 ქალაქში 128 ადამიანი დააკავეს

ალექსეი ნავალნის ხსოვნის პატივსაცემად გამართულ აქციებზე რუსეთის 19 ქალაქში 128 ადამიანი დააკავეს

ალექსეი ნავალნის ხსოვნის პატივსაცემად გამართულ აქციებზე რუსეთის 19 ქალაქში 128 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ უფლებადაცვითი ორგანიზაცია „ოვდ-ინფო“ იტყობინება.

ყველაზე მეტი, 31 ადამიანი ნოვოსიბირსკში დააკავეს. 19 ადამიანი დააკავეს ეკატერინბურგში, 17 კი მოსკოვში.

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მოსკოვში, ბორისოვის სასაფლაოზე დაკრძალეს. მარინოს რაიონში მდებარე ეკლესიასთან, სადაც ნავალნის მოქალაქეები ემშვიდობებოდნენ, უსაფრთხოების გამკაცრებული ზომები მოქმედებდა. ნავალნი 16 თებერვალს, საგანგებო რეჟიმის კოლონიაში გარდაიცვალა. ოფიციალური დასკვნით, სიკვდილის მიზეზი თრომბი გახდა.