საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ დაგმო ვლადიმირ პუტინის უპასუხისმგებლო გამონათქვამები მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა დასავლეთი ბირთვული ომის რეალური საფრთხის შესახებ გააფრთხილა უკრაინაში კონფლიქტის ესკალაციის შემთხვევაში. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Monde ავრცელებს.
"მე ყურადღებით მოვუსმინე რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას. როდესაც ბირთვულ სახელმწიფოს წარმოადგენ, არ გაქვს უფლება იყო უპასუხისმგებლო", - აღნიშნა საფრანგეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.
"რუსეთის პრეზიდენტმა დასავლეთიდან საფრთხეებზეც ისაუბრა. რუსეთს არანაირი საფრთხე არ ემუქრება. [...] ყველამ კარგად იცის, რომ უკრაინაში აგრესორი რუსეთია და ის ახალ აგრესიულობას ავლენს. რუსეთის საფრთხე დღეს კიდევ უფრო ძლიერია, ვიდრე ორი წლის წინ იყო", - დასძინა მან.