ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი პეტრ ფიალა აცხადებს, რომ ევროპაში არავინ აპირებს უკრაინაში ჯარების გაგზავნას. ფიალას თქმით, ეს საკითხი მართლაც იყო პარიზში უკრაინის უსაფრთხოების სამიტზე განხილვის თემა, მას მცირე დრო დაეთმო და სამიტის მონაწილეების უმეტესობისთვის, ეს იდეა მიუღებელია.
ჩეხეთის პრემიერის თქმით, ევროპის სახელმწიფოს ლიდერები თანხმდებიან, რომ ამ საკითხის განხილვას უახლოეს მომავალში აღარ დაუბრუნდებიან.